რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ისევ რამდენიმე კილომეტრიანი საცობია. ქვეყანაში შემომსვლელთა ნაკადმა განსაკუთრებით 21 სექტემბრის შემდეგ მოიმატა. რუსეთიდან ოჯახებით მოდიან და მხოლოდ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი. მათი თქმით არ სურთ უკრაინის ომში წასვლა.
რუსეთის მოსახლეობამ ასეთი პროტესტი მას შემდეგ გამოხატა, რაც პირადად მათ შეეხოთ უკვე პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციის შესახებ და სრულწლოვანი მამაკაცების უმეტესობა ომში გაწვევას დაექვემდებარა.
ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გადმოსული რუსეთის მოქალაქეები "მთავარ არხს" აწვდიან ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც რუსეთის მხარეს არსებულ ვითარებას ასახავს. მათი თქმით, რუსეთის ტერიტორიის დატვება შეფერხებით ხდება. მებაჟეებს კითხვები აქვთ სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ კი ამბობენ, რომ ქართველი მებაჟეები არანაირ ბარიარს არ უქმნიან და საქართველოში უპრობლემოდ უშვებენ.
"ჩვენ ქართველი მესაზღვრეები ძალიან კარგად შეგვხვდენენ და მადლობელი ვართ საქართველოსი, რომ მოგცეს საშუალება შემოვიდეთ საქართველოში და აქედან გავაგრძელოთ გზა. ჩვენ გვინდა, რომ ვარჩინოთ ოჯახები, გვქონდეს მიზნები ცხოვრებაშუი და არ გვინდა, რომ ვიღუპებოდეთ ომში, რომელიც ახალმა საბჭოთა ლიდერმა წამოიწყო",- ამბობენ რუსეთიდან გადმომსვლელები.
ყველა, ვინც რუსეთიდან გამორბის, ამბობს, რომ ომში ჩართვა არ სურთ. მათი ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ე,წ. ტრანზიტ ქვეყანად გამოიყენებენ და შეეცდებიან, რომ სხვა ქვეყანაში გადავიდნენ.
"არ მინდა, რომ მობილიზაცია მომიწიოს. არ მჯერა რუსეთის ხელისუფლების, სულ იტყუებიენ. ამბობენ, რომ არ იქნება მობილიზაცია, მერე უცებ აცხადებენ, არ ვენდობი. მე ვმოგზაურობ, მერე თურქეთში წავალ დასასვენებლად"- აღნიშნავს რუსეთის მოქალაქე.
ლარსის საზღვართან რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს: "დიდი რიგებია და დიდი ხანი ვუნდებით შემოსვლას. სპეციალურად ვიყიდე სკუტერი, რომ შემოვსულიყავი, მაგრამ დღეს თქვეს, რომ სკუტერებით აღარ უშვებენ და გადაგდება მომიწია. რუსეთის მხარეს დიდი რიგებია. ბევრი გამორბის."
კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც საზღვარი გადმოკვეთა ამბობს შემდეგს: "ჩვენ გვინდა, რომ წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ამ ქვეყანაში ვიხადოთ გადასახადები და ხალხის ვცხოვრება უკეთესი გავხადოთ. ძალიან მოგვწონს საქართველო. კარგი ქვეყანაა"
ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენმა მოქალაქემ გადმოკვეთა საზღვარი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. Gooogle Map-ის მიხედვით, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან 14-კილომეტრიანი საავტომობილო რიგებია. რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან რუსეთი თავისი მოქალაქეების გადაადგილებას აკრძალავს.