„მარიუპოლის ჯალათის“ სახელით ცნობილი გენერალი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

გამოქვეყნდა:

არმიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალი დიმიტრი ბულგაკოვი, რომელიც პასუხისმგებელი იყო არმიის ლოჯისტიკაზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების ოფიციალური განმარტება სხვა სამუშაოზე გადასვლას უკავშირდება.ამ თანამდებობაზე გენერალ-პოლკოვნიკი, მიხაილ მიზინცევი დაინიშნა.

BBC წერს, რომ თუ ვიმსჯელებთ სოციალურ ქსელებში შეტყობინებებით და პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, რუსეთის არმია უკრაინასთან ომის დაწყებიდანვე ფრონტზე მრავალი სისტემის არარსებობის გამო, მნიშვნელოვან სირთულეებს განიცდიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუს სამხედროებს აკლიათ კომუნიკაციები, დაზვერვის ცნობები, სამიზნე დანიშნულება, ზუსტი იარაღი და უპილოტო საფრენი აპარატები.

მიზინცევი ადრე რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა.მედია წერს, რომ ის პირადად ხელმძღვანელობდა ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას. დასავლურ პრესაში გენერალმა მიიღო მეტსახელი "მარიუპოლის ჯალათი". მარტში მიზინცევი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი