მშიერი ბავშვები სკოლებში - მოსწავლეები შიმშილისგან ცუდადაც კი ხდებიან | კვლევის საგანგაშო შედეგები

გამოქვეყნდა:

საჯარო სკოლებში შიმშილია. გამოკითხული ყოველი 10 მოსწავლიდან 7 ამბობს, რომ საკლასო ოთახში ყოველთვის ან ხანდახან მაინც მშიერია. კვლევის საგანგაშო შედეგებს მოძრაობა „ხმა" აქვეყნებს.

გამოკითხეს მასწავლებლებიც. მათი პასუხები უფრო ტრაგიკულია. თითქმის ყველა მასწავლებელი ადასტურებს საკუთარი ან კოლეგის გამოცდილებას, როდესაც მოსწავლე შიმშილისგან ცუდად გახდა. არის შემთხვევები, როდესაც სასწრაფოს გამოძახებაც დასჭირდათ. პედაგოგები არ მალავენ, რომ მოსწავლეებს რცხვენიათ აღიარება, რომ მათ შიათ.

ვითარების აღწერა ასე შეიძლება  - თუ მშობელებს და ოჯახს შესაძლებელობა აქვს - ბავშვი მშიერი არ დარჩება, თუ არადა შიმშილი გარანტირებულია. მიზეზი ფუნდამენტურია - სიღარიბე და მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში. როგორ შეიძლება გადაიჭრას შიმშილის პრობლემა საჯარო სკოლებში?

უფასო კვებაზე სახელმწიფო არანაირი გეგმა არ აქვს. საკითხზე დისკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაიწყო, როდესაც ოპოზიციამ უფასო სასკოლო კვება საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად გამოაცხადა. სახელისუფლებო პარტიამ თქვა ამაზე ჩვენც ვიფიქრებთო, მაგრამ პროგრამა დღეს არავის ახსოვს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი