ირანელი ქალების ბრძოლა თავისუფლებისთვის | მეამბოხე მაჰსა ამინი და მასობრივი აქციები ირანში

გამოქვეყნდა:

მაჰსა ამინი სულ 22 წლის ირანელ მეამბოხე გოგოდ დარჩება და ქალთა უფლებების დამცველად დარჩება. ის 11 დღის წინ ირანის „მორალის პოლიციამ“ დააკავა. მიზეზი ჰიჯაბის „არასწორად“ ტარებაა. მაჰსა ამინი რამდენიმე საათში საავადმყოფოში მოხვდა, სამი დღის მერე კი ირანში გამოაცხადეს, რომ ის „გულის შეტევით გარდაიცვალა“. არადა თვითმხილველები ყვებიან, რომ 22 წლის გოგოს დაკავებისას თავი მანქანაზე არტყმევინეს და ხელკეტებით სცემეს.

ირანელი ქალებისთვის და არამხოლოდ ქალებისთვის - ეს ბოლო წვეთი იყო. "სიკვდილი დიქტატორს!“, „ხამენეი დაემხობა!“ - ირანის დედაქალაქი თეირანი და სხვა ქალაქები მასობრივმა საპორტესტო აქციებმა და არეულობამ მოიცვა.

საპროტესტო ტალღა აგორდა მთელ მსოფლიოში - ირანული დიასპორა პროტესტის ნიშნად ქუჩაშია, მათ შორის საპროტესტო აქცია იყო თბილისში. იხსნიან ჰიჯაბებს, წვავენ მათ და იჭრიან თმებს.

ირანელი ქალების რევოლუციის ამბავს ნინა მაჩაბელი მოგიყვებათ. ქალის ცხოვრება ქალის უფლებაა - მაჰსა ამინისთვის და არა მხოლოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი