ჩინეთიდან საქართველოს 30 მოქალაქის ევაკუაცია დაიწყო - ორკვირიან კარანტინს ინფექციურ კლინიკაში გაივლიან

გამოქვეყნდა:

ჩინეთიდან საქართველოს 30-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოხდება. სპეცრეისი ჩინეთში უკვე გაემგზავრა. ჩამოყვანილი მოქალაქეები 14 დღიან კარანტინს გაივლიან. როგორც ცნობილია, მათგან ინფიცირებული არცერთია, თუმცა პრევენციის მიზნით, ისინი საკარანტინო პირობებში მოთავსდებიან.

"ეს ადამიანები არ არიან ავადმყოფები, ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ჩინეთში და უბრალოდ სიფრთხილის მიზნით გადაწყვიტეს დაბრუნება. არის ალბათობა, რომ მათგან არცერთი არ მოხვდეს ჩვენს კლინიკაში. მომზადებულია საკარანტინო სივრცე და პირობები. ჩვენთან მოხვდებიან მხოლოდ ის პიროვნებები,რომლებსაც ჩამოსვლის მომენტში ექნება ის სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ტემპერატურის მატება, მწვავე რესპირაციის სიმპტომები,"-აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი