"ხელი გამარტყა... ფეხებზე მკიდია შენი პოლიციაო" | მოქალაქე ამბობს, რომ რუსმა ტურისტებმა სცემეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქის, ელისო ჯანაშიას ინფორმაციით, რუსმა ტურისტებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

შემთხვევა თბილისში მოხდა. მისივე თქმით, მან პოლიციას უკვე მიმართა, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

"ეს მოხდა თბილისი მოლში, ვიჯექი, ვმუშაობდი და ცოტა მოშორებით იჯდა რუსულად მოსაუბრე ჯგუფი, ტურისტები იყვნენ თითქოს. ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და შენიშვნა მივეცი, რომ ცოტა ხმადაბლა ილაპარაკეთ, ვმუშაობ და ხელი მეშლება-თქო. გინებაზე რომ გადმოვიდა, მეც უხეშად ვუპასუხე, უხეშად რომ ვუპასუხე, შეხედეთ ქართველ ნაცისტებს, როგორ იქცევიანო, მაშინ ახლა გაჩვენებ ნაცისტები როგორები არიან-მეთქი და ჩავრთე უკრაინული სიმღერა.

ხელი გამარტყა რამდენჯერმე, მოქაჩვა უნდოდა, ფეხებს იქნევდა. პოლიციას ვურეკავ, რას აკეთებ-მეთქი, სულ ფეხებზე მკიდია შენი პოლიციაო და ვინც მასთან ერთად იყო, მან უთხრა მართლა რეკავს გაჩერდიო და გაჩერდა.

მე დავრეკე პოლიციაში, სანამ პოლიცია მოვიდოდა, ისინი უკვე აიბარგნენ, არ გვცალია შენი პოლიციის ლოდინისთვისო და წავიდნენ. ახლა ველოდები ადვოკატს, ვთვლი, რომ ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო", - ამბობს ელისო ჯანაშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი