ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება - იხილეთ სამოძრაო მარშრუტი

გამოქვეყნდა:

27 სექტემბრის 10:00 საათიდან 3 ოქტომბრის  23:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. გადაწყვეტილება  „თბილისობა 2022-თან" დაკავშირებით მიიღეს. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე იმოქმედებს.

მშრალი ხიდიდან მომავალი ავტომობილების ათონელის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება იტალიის ქუჩის გავლით, მარჯვნივ მოხვევით, რის შემდეგაც,   მძღოლები ჭანტურიას ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

ვირსალაძის ქუჩიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ჭანტურიას ქუჩის საშუალებით დაუკავშირდებიან რუსთაველის გამზირს, ან თაბუკაშვილისა და ინაშვილის ქუჩების გავლით, რესპუბლიკის მოედნისკენ გადაადგილდებიან. ასევე, ვირსალაძის ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ათონელის ქუჩაზე, შემდგომ მარცხნივ მოხვევით, იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი