არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის კანდიდატებზე შეჯერდნენ. ორგანიზაციებმა სამი პიროვნება დაასახელეს, რომლებსაც პარლამენტს წარუდგენენ. მათი თქმით, უმნიშვენლოვანესია პროცესი ოპზიციისა და მმართველი გუნდის სრული ჩართულობით წარიმართოს.
ორგანიზაცეიბი აგრძელებენ მუშაობას პარტიებთან და სუბიექტებთან, რათა მათაც მოახდინონ ამ კანდიდატების ნომინირება.
"შეირჩა სამი კანდიდატი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ესენი არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები - ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი. ამ სამ ადამიანს წარმდგენს ჩვენი ჯგუფი, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატებს", - თქვა ბაია პატარაიამ.
პარალელურად პარლამენტში გრძელდება სახალხო დამცველების მსურველთა კანდიდატების განაცხადების მიღებაც, რომელიც ხვალ დასრულდება.