საპროტესტო აქცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში. მოსახლეობის თქმით, მათი საცხოვრებელი სახლების ქვეშ, თბილისი- სენაკი- ლესელიძის მაგისტრალისთვის გვირაბები გაჰყავთ, რის შედეგადაც შენობები ზიანდება.
აქციის მონაწილეები სპეციალური კომისიის გამოყოფას, შესაბამისი დასკვნის მომზადებასა და ადეკვატური კომპენსაციებით უზრუნველყოფას ითხოვენ.
"ყოველ დღე მოდიან მოსახლეობასთან რაღაც-რაღაც წინადადებებით, შემოთავაზებებით, თავიდან ამბობდნენ, რომ არანაირი საფრთხის ქვეშ არ ვართ, ვიმუშავებთ, თქვენ არ შეგეხებათ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მათ დახმარებისთვის პრეზიდენტსა და პრემიერის აპარატსაც მიმართეს.