ევაკუაცია ჩინეთიდან - კორონა ვირუსის საფრთხის გამო საქართველოს 34 მოქალაქე ჩამოჰყავთ

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩინეთიდან სპეციალურ რეისს ელოდებიან. კორონა ვირუსის საფრთხის გამო ქვეყნიდან საქართველოს 34 მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს .

ჩინეთის რეგიონებიდან ქალაქ ურუმჩიში შეკრებილი მოქალაქეები ახლა ბორტზე ადიან და რამდენიმე საათში თბილისში იქნებიან. ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ კარანტინში მოათავსებენ. როგორც ცნობილია, ევაკუირებულ მოქალაქეებს გადაიყვანენ საჩხერის საავადმყოფოს სასტუმროში, სადაც ორი კვირა მედიკოსების ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი