მივლინების ხარჯების ანაზღაურება იზრდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო უწყებებში სამსახურებრივი მივლინებისთვის გადასახდელი თანხები იზრდება. 

საქართველოს მთავრობის დადგენილება #470 „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ცნობა საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ამასთან, გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება #336 „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ორივე დოკუმენტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. 

აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თანახმად, გაზრდილია ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვრება დღეში 30 ლარის ოდენობით, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები, განსაზღვრულია თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი