ბათუმში, გაკვეთილიდან გააგდეს მოსწავლე, რომელმაც რუსეთის დროშა ჩამოხია

გამოქვეყნდა:

ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლიდან, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას გააგდეს მოსწავლე, რომელმაც კედელზე მიმაგრებული რუსეთის დროშა ჩამოხია - ინფორმაციას ტვ 25 ავრცელებს.

რუსეთის დროშა სკოლის დერეფანში, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად იყო განთავსებული.

დირექტორმა მოსწავლის მშობელი დაიბარა, უსაყვედურა, მოზარდს კი გაფრთხილება მისცა.

ირკვევა, რომ დირექტორმა პროცესში მშობელთა დისციპლინური კომიტეტის ჩართვა საჭიროდ არ ჩათვალა. 

საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მათი მოსწავლეების ნაწილი რუსია და სწორედ ამიტომ აქვთ გამოკრული სხვა ქვეყნის სიმბოლოებთან ერთად, ოკუპანტი ქვეყნის დროშაც.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი