სწორედ იმ დროს, როცა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ახალი გარემოებები საზოგადოებისთვის კრიტიკული მედიით გახდა ცნობილი და უძიმესი ტრაგედიის საქმე, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში გაიხსნა, ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას ყველა გზით ცდილობს.
ცენზურის ოფიციალურად დაწესების განხილვა პარლამენტში ჩხუბისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მაუწყებლების გარდა, მწვავე კითხვები კომუნაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მისამართით, კომუნიკაციების სფეროს სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის, გია ჯოხთაბერიძეს ჰქონდა.
საკომიტეტო მოსმენა ისე დასრულდა, რომ გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ, რადგან კახა ბექაური დათანხმდა როგორც მედიაორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა ბიზნესსფეროს წარმომადგნლებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ კანონში შესატანი ცვლილებები საკმაოდ ბუნდოვანია და აუცილებელია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მხარეებს შორის გარკვეული კომუნიკაციები და კონსულტაციები კიდევ ერთხელ მოხდეს. სწორედ ამას მოჰყვა, რომ საკომიტეტო მოსმენა გარკვეული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა და ის მომდევნო კვირისთვის გადაიდო.
მედიაორგანიზაციის წარმომადგენლების გარდა, კახა ბექურის მისამართით მწვავე კითხვები სხვადასხვა ბიზნესსფეროს წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. მათი შეკითხვების ნაწილი, ძირითადად, წილების ნაწილს ეხებოდა, რადგან ახალი ცვლილებების მიხედვით, მარეგულირებელ კომისიას ენიჭება საშუალება, ამა თუ იმ კომპანიის კუთვნილი წილი გაყიდოს.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ბიზნესისთვის დარტყმა და ზეწოლა იქნება, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემცირებას გამოიწვევს, ეს კი ეკომონიკურ მდგომარეობას გააუარესებს.
თავად კახა ბექაური კი ამბობს, რომ ცვლილებები მედიაორგანიზაციებს არ შეეხება. განმარტავს, რომ არსებული კანონპროექტი არის ბევრად უფრო მკაცრი, რაც გულისხმობს, ზოგიერეთი კომპანიის დარღვევების შემთხვევაში ლიცენზიის შეჩერებას, თუმცა კანონში ცვლილებების შეცვლის შემდეგ, მსგავსი მიდგომა აღარ იქნება და ეს მომხმარებლების უფლებებსაც დაიცავს. მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები კი კახა ბექაურს უნდობლობას უცხადებენ.
სამართლებრივ სფეროში განმარტავენ, რომ ცვლილებები არის საკმაოდ ბუნდოვანი და შეიძლება ითქვას, სარისკოც, რადგან, მათი თქმით, მარეგულირებელ კომისიას საშუალება ეძლევა, რომ ამ ცვლილებებით ირიბად მოახდინოს ოპოზიციური მედიის დამორჩილება და იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებებს დაჩქარებული წესდით განიხილავს შესაძლოა სწორედ წინა საარჩევნოდ ოპოზიციურ მედიაზე კონტოროლის მოპოვებისთვის სჭირედებოდეს, მსგავსი ტიპის ცვლილებების კანონში შეტანა.
ელექტრონული კომინიკაციებისა და მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საკომიტეტო განხილვა გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე დასრულდა, მომდევნო კვირაში პარლამენტი, ასევე დაჩქარებულად ჩაატარებს საკომიტეტო განხილვას, რის შემდეგაც კანონში შესატან ცვლილებებს კენჭს უყრის.