
დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ ჩემ რუს ბავშვს დამიზიანებსო, მოსწავლესო - ამბობს ბათუმის მე-7 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის მშობელი "მთავართან" სატელეფონო საუბარში. ნინო ნოღაიდელის თქმით, მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა სკოლის სტენდიდან ოკუპანტი ქვეყნისა და ოკუპირებული აფხაზეთის "დროშა" ჩამოხია, სკოლის დირექტორმა ბავშვის სხვაგან გადაყვანა კატეგორიულად მოითხოვა:
"დაიწყო ყველაფერი აფხაზეთის დროშის გამო, რომ პროტესტი გამოთქვეს ბავშვებმა, რატომ არის სტენდზე აფხაზეთის დროშა, რას ნიშნავს და ბავშვმა რუსეთის დროშა თავის ხელით ჩამოხსნა. დამიბარა დირექტორმა და გადაიყვანე სადაც გინდაო... დღეს დროშა ჩამოხია და ხვალ ჩემ რუს ბავშვს დამიზიანებსო, მოსწავლესო." ამბობს მე-11 კლასის მოსწავლის მშობელი
სკოლის დირექტორი აჭარის განათლების სამინისტრომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს - მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს, ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, იყო დარღვეული და ადგილ ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას - ამბობს მინისტრი, მაია ხაჯიშვილი.
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ტვ 25-მა გაავრცელა. სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლე დასაჯა იმისთვის, რომ გააპროტესტა ოკუპირებული აფხაზეთის "დროშის" იმ სტენდზე განთავსება, სადაც მსოფლიო ქვეყნების დროშები იყო გამოკრული.
აღსანიშნავია, რომ მე-7 სკოლის პედაგოგებს გაუჭირდათ მარტივ კითხვაზე პასუხი - არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?
"თქვენ როგორ ფიქრობთ?", "თქვენ არ იცით?" - ასეთი იყო მათი პასუხები ჟურნალისტების კითხვაზე
ავტორი: თეა ვაშალომიძე