პროტესტი რუსული ოკუპაციისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების წინააღმდეგ მე-11 კლასელს, ლუკა ნაცვლიშვილს, სასჯელის ფასად უჯდება. ბათუმის სკოლაში დირექტორმა მოზარდის სხვა სასწავლებელში გადაყვანა მოითხოვა იმ ფაქტის გამო, რომ მოსწავლემ სტენდზე გამოკრული რუსეთის და სეპარატისტული აფხაზეთის დროშები დააზიანა. ფაქტის გახმაურების და მედიის დაინტერესების შემდეგ, სასწავლებლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს თავის მართლება დასჭირდათ, თუმცა სკოლის დირექტორს ეს ინციდენტი თანამდებობის ფასად დაუჯდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე