უკანონო ბორდერიზაცია კასპის მუნიციპალიტეტში | "მთავარის" ინფორმაციით, 2 დღეა სოფელ ყარაფილასთან ოკუპანტები თხრილებს აკეთებენ

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ძალები უკანონო ბორდერიზაციას ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტში აგრძელებენ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სოფელ ყარაფილასთან ოკუპანტები თხრილებს აკეთებენ. 

სამუშაოები ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მიმდინარეობს. 

"მთავარი არხი" დეტალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არკვევს, სუს-ს ამ თემაზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი