შსს-მ ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველ გზავნილებზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნოდარ ნიშნიანიძის მხრიდან ფეხბურთის ფედერაციისადმი მუქარის შემცველ აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ საქმეზე გამოძიება დაიწყო. 

საუბარია ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებზე, რომელშიც საერთაშორისოდ ძებნილი ნოდარ ნიშნიანიძე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრება. ინფორმაცია მედიას წყარომ მიაწოდა.

მომხდარზე გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი