მოსწავლეების დასჯის მეთოდი მარნეულში - მასწავლებელმა ბავშვები მუხლებზე დააყენა

გამოქვეყნდა:

მცირეწლოვანი მოსწავლეების დასჯის მეთოდი მარნეულის სოფელ კირიხლოში. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ენის პედაგოგმა მეოთხე კლასელი ბავშვები მუხლებზე იმ მიზეზით დააყენა, რომ კარგად არ სწავლობდნენ. მასწავლებელმა დაჩოქილ ბავშვებს ფოტო გადაუღო და მშობლებს გაუგზავნა.  

ქართული ენის პედაგოგი პარალელურად, მარნეულის საკრებულოს წევრია ,,ქართული ოცნებიდან''.

მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა და წერს, რომ პედაგოგი, რომელიც მცირეწლოვნებს სასტიკი მეთოდებით სჯის, დირექტორის ძმის შვილიცაა. 

მომხდართან დაკავშირებით, ფოტოს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ავრცელებს და წერს, რომ პედაგოგი, რომელიც მცირეწლოვნებს სასტიკი მეთოდებით სჯის, დირექტორის ძმის შვილიცაა. 

"ფოტო, მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლიდან. სკოლის მასწავლებელი ასე სჯის მოსწავლებს, ვინც კარგად არ სწავლობს. ესაა ქართული ენის მასწავლებელი, ასევე მარნეულის საკრებულოს წევრი, სკოლის დირექტორის ძმის შვილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ფაქტი მარნეულის რესურს ცენტრი ადასტურებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, ბევრი სკოლაში ასეთი სიტუაციაა, ამის მთავარი მიზეზი კი სკოლის პოლიტიზირებაა, სკოლის დირექტორები უფრო პოლიტიკური როლს ასრულებენ ვიდრე საგანმანეთლებლო.
ასევე გავიგე, რომ ამ სკოლის დირექტორი ბევრ რამ არის ცნობილი, ვის არ ემორჩილება უშვებს სკოლიდან, ასევე მისი ოჯახის წევრი უყვარდა ერთი მასწავლებელის შვილშვილს უარის შემთხვევაში მასწავლებელი განთავისუფლა სკოლიდან, დირექტორი ხორცის ბიზნესითაც არის დაკავებული, თუ რომელიმე მასწავლებელი მისგან არ ყიდულობს დიდი შარი ელოდება და ძალიან ბევრი ასეთი ფაქტებია.

ვთქვათ განთავისუფლეს ეს დირექტორი და მასწავლებელი, რა მოხდება? მაღალი რაოდენობის ქრთამის ნაცვლად დაინიშნება ახალი დირექტორი, ღირს 30 000 ლარი." წერს ბაირამოვა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი