საქართველოს ხელისუფლება რუსული აგრესიის კვალს შლის - გორის მთავარ გამზირზე ის შენობები გადალესეს, რომლებსაც ოკუპანტის ტყვიების კვალი რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლის შემდეგაც ეტყობოდა.
ფაქტს ნაომარ ქალაქში მოქალაქეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რადგან ადგილობრივები გორში ჩასულ ტურისტებს სწორედ დაცხრილულ კედლებს აჩვენებდნენ ნიშნად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია და პუტინის აგრესიამ მათ წარუშლელი ზიანი მიაყენა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადგილობრივებიც წერენ: