არა სიკვდილით სავსე ქალაქს! - ამ წუთებში დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან და ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ხსოვნას პატივს მიაგებენ. რიგითი მოქალაქეები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები დედაქალაქის ხელმძღვანელობის გულგრილობასა და უპასუხიმგებლობაზე საუბრობენ და შემზარავ ტრაგედიაში დამნაშავე ყველა პირის უსწრაფეს გამოვლენასა და დასჯას მოითხოვენ. საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან დაიწყო, შემდეგ კი მსვლელობამ პარლამენტთნ გადაინაცვლა.