რამე ცენზი მაკლია რომ კენჭი არ ვიყარო? მე ვარ უნივერსიტეტელი - სამუშია თსუ-ს რექტორობაზე

გამოქვეყნდა:

თსუ-ს რექტორობის ამ დრომდე ერთადერთი კანდიდატი ჯაბა სამუშია ექსკლუზიურ ინტერვიუს "ინტერპრესნიუსს" აძლევს და აცხადებს, რომ უნივერსიტეტელია, თსუ-სთან კავშირი არ შეუწყვეტია და რექტორობის შემთხვევაში აპირებს დიალოგს ყველასთან. ჯაბა სამუშიას უკვირს, რატომ ხედავენ მის კანდიდატობაში პრობლემას.

„მე უნივერსიტეტთან მაკავშირებს, ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება, თანაც უწყვეტად და მე უნივერსიტეტელი ვარ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვიყავი 13 წლის, როდესაც პირველად მივედი უნივერსიტეტში, იქ არსებობდა ნორჩ ისტორიკოსთა სკოლა, შემდგომ იყო უკვე სტუდენტობა და სტუდენტობის 5 წელი. ყველა საფეხური, რაც კი შეიძლება იყოს უნივერსიტეტში, მოყოლებული 1989 წლიდან, როდესაც გავხდი სტუდენტი, გავლილი მაქვს - ლაბორანტის, დოცენტის, ასისტენტ -პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და სრული პროფესორის ყველა საფეხური და ამ ხნის განმავლობაში არ მქონია წყვეტა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

არ მესმის, ჩემს კანდიდატურაში პრობლემის დანახვის არსი. რას ნიშნავს, ვინმე პრობლემას ხედავს ჩემს კანდიდატურაში?! პრობლემა რაში მდგომარეობს - რამე ცენზი მაკლია და არ მაქვს ეს ცენზი, რომ კენჭი ვიყარო? უნივერსიტეტთან არაფერი მაკავშირებს და გარედან შევდივარ ? ეს ხომ გემოვნების საკითხია, ვიღაცას რაღაც მოსწონს და ვიღაცას რაღაც არ მოსწონს. მე არავისთან ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს, ყველასთან მექნება და ყველას ვეუბნები ერთ რამეს, მე ვარ უნივერსიტეტელი და ამ უნივერსიტეტის ტრადიციების პატივისმცემელი და ყველას ვთხოვ, უნივერსიტეტის ტრადიციებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტელობიდან გამომდინარე, ჩვენ ამ უნივერსიტეტს მოვუაროთ და ვაქციოთ უფრო მნიშვნელოვან ინსტიტუციად, ვიდრე არის“,- ამბობს სამუშია.

შეგახსენებთ, გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. შარვაშიძე, რომ რექტორის პოსტის დატოვებას გეგმავდა და მის შემცვლელად სამუშია მოიაზრებოდა, ინფორმაცია პირველად "მთავარმა არხმა"  6 ოქტომბერს გაავრცელა, თუმცა სამუშიამ მაშინ ყველაფერი უარყო. 

გუშინ, 13 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ სამუშია ერთადერთია, რომელმაც რექტორობაზე განაცხადი შეიტანა.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი