თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსში განაცხადი მხოლოდ ჯაბა სამუშიამ შეიტანა

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რექტორის მივალეობის შემსრულებლის კონკურსში მონაწილეობისთვის საბუთები მხოლოდ ერთმა პირმა შეიტანა.

„18:00 საათზე დასრულდა განაცხადების მიღების პროცესი. განაცხადი წარმოადგინა მხოლოდ ერთმა ადამიანმა, თსუ-ს პროფესორმა ჯაბა სამუშიამ. ამ ეტაპზე კომისია იმსჯელებს საბუთების დასაშვებობასთან დაკავშირებით. თუ რაიმე ხარვეზი არ არის საბუთებში, 20ოქტომბერს დაინიშნება აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც დამტკიცდება დროებითი მოვალეობის შემსრულებელი. კომისიის მხრიდან 20 ოქტომბრამდე გვეცოდინება, საბუთების კუთხით რაიმე ხარვეზი ხომ არ არის. თუ არ არის, 20 ოქტომბერს გავიგებთ შედეგებს. მოვალეობის შემსრულებელი არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს რექტორის მოვალეობას" ,- თქვა თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, თსუ-ის რექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს აკადემიურ საბჭოს მიმართა და გადადგომა მოითხოვა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი