ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც აფეთქება მოხდა, ხვალ ექსპერტები ჩავლენ | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მოსახლეობა საცხოვრებელი სახლებიდან ევაკუირებულია. ადგილობრივები ახლა ექსპერტების ჩასვლას ითხოვენ, რათა დროულად დადგინდეს შესაძლებელია თუ არა კორპუსში ცხოვრება. 

როგორც ცნობილია, ქალი, რომელიც აფეთქების შედეგად გარდაიცვალა, გასული ორი დღის განმავლობაში კორპუსში გამათბობლის დაზიანებაზე დაუბრობდა, მან შესაკეთებლად ხელოსანსაც მიმართა.

სამხარაულის ექსპერტები ბორჯომში ხვალ, 24 ოქტომბერს ჩავლენ.

"გვინდა დროულად მოვიდეს, ექსპერტიზა ჩატარდეს სამხარაულის ორგანიზაციიდან, რომ დროულად გავიგოთ, შეიძლება თუ არა შევიდეთ სახლში", - თქვა ადგილობრივმა.

ბორჯომის მერიის წარმომადგენლის თქმით, გუშინ გვიან ღამით საცხოვრებელი კორპუსიდან 70 ადამიანი სასტუმროში გადაიყვანეს.

"48 ოჯახიდან 70 ადამიანი გავიყვანეთ სასტუმროში, ამ დილით უნდა მოვიდეს 15 ადამიანი, მათაც დავაბინავებთ სასტუმროში, შემდეგ ველოდებით ექსპერტს, რომელიც იტყვის ამ ბინის მდგომარეობაზე, იქნება თუ არა შეშვების საშუალება", - თქვა ნანა ჭალიძემ.

ცნობისთვის, ლიკანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად 75 წლის ქალი დაშავდა, ის კლინიკაში დღეს დილით გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი