ქუთაისის აეროპორტის გახსნა გადაიდო

გამოქვეყნდა:

ქუთაისის აეროპორტის გახსნა 31 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის მიზეზად აეროპორტების გაერთიანება  მეტეოროლოგიური პირობებს ასახელებს. 

“არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და ფრენების მიღება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 31 ოქტომბრიდან განახლდება”,- უთხრეს BMG-ის აეროპორტების გაერთიანებაში. 

რეაბილიტაციის დასრულებამდე ყველა რეისი თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს, 2 კვირით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის გამო დროებით დაიხურა და ფრენები თბილისის აეროპორტიდან ხორციელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი