შემოსავლების სამსახური საარქივო მასალის განადგურება-დაქუცმაცებისთვის ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2 ივნისს დაიწყება და 4 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 145 250 ლარია.
ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, საარქივე მასალების განადგურების მომსახურება გულისხმობს:
არსებული საარქივე მასალის განადგურებას (დაქუცმაცებას) სპეციალური მოწყობილობით/მოწყობილობებით არაუმეტეს 7 (შვიდი) მილიმეტრის ზომის ნაჭრებად;
განადგურებამდე (დაქუცმაცებამდე), არსებული მასალიდან შერეული ქაღალდის გამოცალკევებას, ბაინდერებიდან, ფაილებიდან, ლითონიდან ან/და სხვა არავარგისი მასალებიდან;
პრეტენდენტი ვალდებულია, განადგურების (დაქუცმაცების) პროცესის დასრულებიდან განადგურებული მასალა დაასაწყობოს შემდგომი 1 (ერთი) დღის ვადით. ადგილი სადაც მოხდება საარქივე მასალის დასაწყობება უნდა იყოს იზოლირებული და ილუქებოდეს;
მორჩენილი არავარგისი მასალების მოქმედი წესით განადგურებას (მის ნაგავსაყრელზე გატანას, დაწვას და/ან სხვა მეთოდებს) საარქივო მასალის ტრანსპორტირებას განადგურების ადგილამდე უზრუნველყოფს შემსყიდველი (შესაბამისი კომისიის წევრების თანხლებით).
სსიპ შემოსავლების სამსახურის დოკუმენტების (არქივის; სულ დაახლოებით 290.50 ტონის განადგურება (უტილიზაცია));
სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების (კომისიის წევრების) დასწრება განადგურების (უტილიზაციის) პროცესის ყველა ეპიზოდზე;
საარქივო მასალა, რომელიც შემსყიდველის მიერ (ტრანსპორტირება განხორციელდება შესაბამისი კომისიის თანხლებით) მიწოდებული იქნება განადგურების ადგილამდე, უნდა განადგურდეს მიწოდების დღეს კომისიის თანდასწრებით.
მიმწოდებელმა უნდა შეძლოს 1 (ერთი) დღეში (8 საათის განმავლობაში) არანაკლებ 2 (ორი ტონა) ტონა საარქივო მასალის განადგურება (დაქუცმაცება და დასაწყობება);
მომსახურების გაწევა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა.