საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, დაშავებული ბავშვების მშობლები და მწვრთნელები მუშტაიდის სკვერთან მდებარე საცურაო აუზთან შეიკრიბნენ. ადგილზე მყოფებს აქვთ კითხვები თუ ვინ არიან პასუხისმგებელი ბავშვების მასობრივ ინტოქსიკაციაზე, რომელიც გუშინ აუზზე, სავარაუდოდ, ქლორის ზედოზირების გამო მოხდა.
საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა პოლიცია გამოიძახა და საგამოძიებო მოქემებედების დაწყების მოთხოვნით სამართალდამცველებს მიმართა. კუპრავა ამბობს, რომ მოხდა დანაშაული და აუცილებელია მათი თანდასწრებით წყლის სინჯების აღება. ადგილზე 2 საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული. კუპრავა ამბობს, რომ თუ წყალი არ დახვდებათ აუზში, ეს ნივთმტკიცებების განადგურება იქნება.
ამ დროისთვის მერიის კომპლექს "იმედში" არავინ იმყოფება და სპორტული ცენტრი დაკეტილია.
"ახალი დანიშნულები არიან. კახა ახლა დაინიშნა და ჯერ არ არის გონს. მშობლებიც სთხოვდნენ, რომ ეთქვა რა მოხდება და დაისჯება თუ არა ის პირები, ვინც ბავშვები და 2 მწვრთნელი მოწამლა. კახა ელოდება საბუთს, რომ დაიდოს დასკვნას, რა ნივთიერება იყო ასეთი, რომ ამდენი ბავშვი მოიწამლა. მე 8 წელია აქ ვმუშაობ და ასეთი რამე არ ყოფილა. ახალი დირექციის, ლაშა ბრეგვაძის დანიშვნის მერე მოხდა ეს პრობლემები. მე მერიას მივმართე 2-ჯერ არის 59 მშობლის ხელმოწერა ატანილი,რომ ბატონ კახისთან გვინდოდა, მაგრამ კახიმდე არავინ მიგვიშვა და ეს იყო უკვე მესამე. გამგეობაშიც ვიყავი მისული, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება",- ამბობს მწვრთნელი.
მშობლები გულგრილობასა და უყურადღებობაში დედაქალაქის მერიასაც ადანაშაულებენ, რადგან აუზი სწორედ მერიის დაქვემდებარებაშია და ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა ადრეც დაფიქსირდა და კალაძის უწყებას აუზის სადეზინფექციო საშუალების შეცვლის თხოვნითაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
იხილეთ ასევე: