მუშტაიდთან, უცნობმა პირმა აუზის ორივე შესასვლელს ბოქლომი დაადო - ვითარება ადგილზე

გამოქვეყნდა:

მუშტაიდის ბაღის მიმდებარედ, აუზის ორივე შესასვლელს უცნობმა პირმა ბოქლომი დაადო და ტერიტორია განმარტებების გარეშე დატოვა. მას არ უთქვამს ვინ არის და ვინ დაავალა ობიექტის დაკეტვა.

ადგილზე იმყოფებოდნენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები. ზვიად კუპრავამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა და აღნიშნა, რომ ეს დანაშაულის ადგილია და სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. პატრულის თანამშრომლებმა ოქმი შეადგინეს.

მშობლები მომხდარზე გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ - "პირველი პასუხისმგებლობა ეკისრება მერიას"- ამბობს ერთ ერთი მშობელი.

"როცა ბავშვები აუზში არიან და მგონია, რომ ბავშვი ცურავს, ჯანმრთელობისთვის კარგ საქმეს ვაკეთებთ, აღმოჩნდა, რომ საწამლავს უყრიან ბავშვს. ჩემი ბავშვიც იყო მოწამლული, მყავდა პედიატრთან, გავკეთეთ ანალიზები და დადგინდა, რომ იყო მცირე ინტოქსიკაცია, მუცლის ტკივილთ, ძილიანობითა და გულის რევით" - ამბობს მშობელი.

მიუხედავად იმისა, რომ აუზზე ბავშვების მოწამვლას მშობლები ადასტურებენ, მერი კალაძე ტრადიციულად ყველაფერს უარყოფს და მედიას აბრალებს. მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს აუზის თანამშრომლებსაც და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს. კალაძე იმუქრება, რომ ფაქტს შესაბამისი რეაგირება ისევ მისი უწყების მხრიდან მოჰყვება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი