სპეციალურად დაამთხვიეს ვაკის პარკში მომხდარს, მანიპულირებენ თემით - კალაძე მუშტაიდის ბაღთან აუზზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახი კალაძე ამტკიცებს, რომ მედიამ მუშტაიდის პარკთან მდებარე აუზში მომხდარი თემის გაშუქება ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას დაამთხვია, რადგან თემით იმანიპულიროს. ამ საკითხე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ტელევიზიები სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

კალაძე ამტკიცებს, რომ კვლევის მიხედვით აუზში ქლორის, ასევე სხვა მაჩვენებლები ნორმაშია, ხოლო სპორტული სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეებში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში.

"ყოველთვის ხელს შეგიშლით დეზინფორმაციის გავრცელებაში, ყოველთვის საზოგადოებას ვეტყვით რეალობას და ყოველთვის ვეტყვით სიმართლეს. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო მიზანმიმართულად დაამთხვიეს ამ უბედურებას, ამ ტრაგედიას რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო თითოეული ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის და სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ჩაყარეს ქლორი. არ ვიცი ამაზე დიდი მავნებლობა, ამაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს", - თქვა კალაძემ. 

მისი განცხადებით, მწვრთნელებმა მცდარი ინფორმაცია მიზანმიმართულად გაავრცელეს. 

ცნობისთვის, კალაძეც ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით საკრებულოში იბარებს, რათა მან კონკრეტულ კითხვებს გასცეს პასუხი, თუმცა მერი მისვლაზე უარს ამბობს. იხილეთ: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი