ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკური ზრდა წელს 10% იქნება - გვენეტაძე

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკი 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 10%-იან ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2023 წელს 4%-იანს.

ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მიმდინარე წლის მაღალ ეკონომიკურ ზრდას გაზრდილი საგარეო მოთხოვნა განაპირობებს.

“ტურიზმიდან და მიგრანტებიდან შემოსავლები გაიზარდა. ამის ფონზე მაღალია საგარეო მოთხოვნა. ამავე დროს შიდა მოთხოვნაც საკმაოდ ძლიერია. ვიზიტორების გაზრდილმა შემოდინებამ განთავსებისა და კვების სექტორზე მოთხოვნა გაზარდა და ამან მთლიანობაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ეს ყველაფერი უკვე გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკური ზრდა წელს 10% იქნება. დღევანდელი გადმოსახედიდან, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 4% იქნება, ხოლო 2024 წლიდან უფრო მაღალი ტემპით ზრდა არის მოსალოდნელი დაახლოებით 5-5.5%-ის ფარგლებში. თუმცა სტრუქტურული რეფორმები დაეხმარება ეკონომიკას, მეტიც, ეს შესაძლებლობას იძლევა უფრო მაღალ მაჩვენებელზე გავიდეს ქვეყანა”,-აცხადებს გვენეტაძე.

ის წლიური ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ ფაქტორად რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოსულ მიგრანტებს უკავშირებს.

"რუსეთიდან მიგრაციის პირველი ტალღა, ასევე ბელორუსიდან, შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადება - რა თქმა უნდა, ეს ახდენს დაწოლას ფასებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა ერთადერთი."-ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, ინფლაციის შემცირებას ეროვნული ბანკი თებერვლიდან ელის. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დღეს უცვლელად, 11 %-ზე დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი