უკონტროლო მიგრაცია საქართველოში | გაზრდილი ფასები და კიდევ უფრო გაღარიბებული მოსახლეობა

გამოქვეყნდა:

ტოტალური ინფლაცია ეკონომიკის მთავარ გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკის დღევანდელი გადაწყვეტილება და პრეზიდენტის განცხადებები ადასტურებს, რომ ეკონომიკური კრიზისი, რომელიც პირველ რიგში ღარიბი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებაში გამოიხატება, რეალობაა და ქვეყანას სოციალური კატასტროფით ემუქრება. კობა გვენეტაძემ უკვე ღიად მოუწოდა "ქართული ოცნების" მთავრობას გააძლიეროს კონკრეტული ფენების ეკონომიკური დახმარების პროგრამები. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობისთვის მოწოდებების გარდა კონკრეტული გადაწყვეტილებებიც მიიღო და ვითარების გამომწვევი მიზეზებიც დაასახელა. გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ფასების ზრდა პირველ რიგში ასი ათასზე მეტ რუს მიგრანტს უკავშირდება, რომლებიც საქართველოში გაცილებით ხელგაშლილად ცხოვრობენ. ინფლაციის შესაკავებლად კი ბანკმა მოსალოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და არ შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი.   

ავტორი: ნინიკო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი