ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს ომბუდსმენი შეხვდა

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ სამი დღის წინ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახს სახალხო დამცველი შეხვდა. ნინო ლომჯარია კასპის რაიონში, სოფელ ქვემო ფონიჭალაში იმყოფებოდა. ომბუდსმენი ამბობს, რომ საქმის კურსშია მომხდართან დაკავშირებით, თუმცა სურდა პირადად შეხვედროდა ზაზა გახელაძის ოჯახს. 

როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, მსგავსი უკანონო დაკავებები პერიოდულად გვხვდება ხოლმე, თუმცა საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ამჯერად რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანი დაჭრილია.

ქვეყანა დარჩენილია ეფექტური მექანიზმების გარეშე, რომელიც საჭიროა ასეთ ვითრებაში, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს რეაგირება. როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების ძალიან უხეშ დარღვევებს, ჩვენ არ გვაქვს არანარირი ეფექტური მექანიზმი როგორც სახელმწიფოს, რომ ასეთი ტიპის შემთვევების დროს ქვეყანამ მოახდინოს ეფექტური რეაგირება, - ამბობს ნინო ლომჯარია.

გახელაძის ოჯახი იმედოვნებს, რომ დღეს ზაზა გახელაძეს "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოინახულებენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება.

შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა, ზაზა გახელაძე ოკუპანტების ტყვეობაშია. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკავებული ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. 

ოჯახს იმედი აქვს, რომ დღეს ზაზა გახელაძეს "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოინახულებენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაც ცნობილი გახდება. ოფიციალურმა თბილისმა საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტი, მორიგ სახიფათო პროვოკაციად შეაფასა და ზაზა გახელაძის ქართული მხარისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემა მოითხოვა.

33 წლის ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გამყოფ ხაზთან ორი დღის წინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, შედეგად კი გახელაძე ფეხში დაიჭრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი