გატაცება და დაჭრა საოკუპაციო ხაზთან - გატაცებულია 33 წლის კაცი

გამოქვეყნდა:

გატაცება და დაჭრა საოკუპაციო ხაზთან - მამაკაცს, რომელსაც შეიარაღებული ფორმიანები კასპის რაიონში აკავებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.

შემთხვევა სოფელ სხვილოს ციხესთან, ოკუპირებული ახმაჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულია 33 წლის კაცი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან არსებული ცხელი ხაზი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი