რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ქალაქში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მოკლე განცხადებას ფეისბუქით ავრცელებს:
"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება." ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, 27 ოქტომბერს მუნიციპალური ავტობუსი რუსთავში 4 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი დაიღუპა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.