"მთავარი არხის" ინფორმაციით, იმ ავტობუსის მძღოლი, რომელიც 4 წლის ბავშვს დაეჯახა დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის შემთხვევის ადგილიდანვე გადაიყვანეს პოლიციის შენობაში და დააკავეს. ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ტრაგედია რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე გუშინ, 27 ოქტომბერს მოხდა. როგორც ამბობენ, ბავშვი გაჩერებულ ავტობუსთან იდგა, მასთან ერთად იმყოფებოდნენ მშობლებიც, ხოლო ავტობუსის მძღოლმა ის ვერ შენიშნა და სატრანსპორტო საშუალება დაძრა, რა დროსაც მცირეწლოვანს შეეჯახა.
4 წლის ბიჭი გარდაბნის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა შესვლისას ის უკვე დაღუპული იყო.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.