35-საათიანი მგზავრობა და გუნდური პირველი ადგილი - ასეთია საქართველოს პარამკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების შედეგები თურქეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოახერხა, პარამკლავჭიდელთა ასპარეზობაზე დაშვება კი საერთაშორისო ფედერაციის კეთილი ნება იყო.
სპორტსმენები უმძიმეს პირობებზე საუბრობენ, ეტლით მოსარგებლე ვაჟი და ქალი მკლავჭიდელები ჩემპიონატზე ავტობუსით ჩავიდნენ. ისინი უკვე ერთი წელია სპორტის სამინისტროსგან პასუხს ელიან, როდის დასრულდება შეჯიბრებზე მათი მგზავრობა ნასესხები ფულით და ვინ აუნაზღაურებს ზარალს, რომელიც სპორტსმენებმა უკვე მიიღეს, თუმცა თეა წულუკიანის უწყებისგან ისინი პასუხს კვლავაც ვერ იღებენ.