"დაუცველები ვართ" - ბავშვის მოტაცების მცდელობა მარნეულში | რას ამბობენ ოჯახის წევრები

გამოქვეყნდა:

10 წლის ბავშვის მოტაცების მცდელობა - მოზარდის მშობლებმა მარნეულის პოლიცია ცოტა ხნის წინ დატოვეს, ისინი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

10 წლის გოგოს ბავშვები ამბობენ, რომ პოლიცია საქმეს გულგრილად ეკიდება. ბავშვის ბიძის თქმით, ოჯახი კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს, თუმცა პოლიცია მათთან საუბარში განმარტავს, რომ მათ კერძო საკუთრებაში კამერების შემოწმების უფლება არ აქვთ.

"უცნობი კაცი ჩემი 10 წლის დისშვილის მოტაცებას ცდილობდა. როგორც ბავშვი გვიყვება, სკოლიდან მაღაზიაში მიდიოდა, უკან დაბრუნებულს კი შუა ხნის კაცმა ავტომობილი გაუჩერა და ბავშვს ტკბილეული შესთავაზა. როგორც ჩანს, სურდა ჩემი დისშვილი მანქანაში მოტყუებით ჩაესვა, ბავშვისთვის უთქვამს დედაშენმა წამოსაყვანად გამომგზავნაო, ბავშვი მიხვდა და სახლში გამოიქცა, შეშინებული იყო. მოგვიანებით პოლიციაში განვაცხადეთ, რეაგირებას ამ დრომდე ველოდებით უკვე მესამედ მოვედით განყოფილებაში, რომ სამართალდამცველებმა ეს საქმე გამოიძიონ. პოლიციას კამერების ჩანაწერები ამ დრომდე არ ამოუღია, დაუცველები ვართ, შეიძლება ეს ფაქტი ხვალაც განმეორდეს", - ამბობს გამზა უსტანოვი.

შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ინფორმაცია კი გუშინ, 29 ოქტომბერს გავრცელდა. როგორც ცნობილია, სკოლაში წასული ბავშვი შესვენების დროს მაღაზიაში გავიდა, რა დროსაც უცხო მანქანა მიუახლოვდა და მას ტკბილეული შესთავაზა. ბავშვს კი შეეშინდა და გაიქცა. 

მთავარი არხის გადამღები ჯგუფი სკოლასთანაც იმყოფებოდა. სკოლის დარაჯი მომხდარ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ აღნიშნული პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

რა მუხლით არის გამოძიება დაწყებული, ჯერჯერობით უცნობია.

ამავე თემაზე:

10 წლის ბავშვის მოტაცების მცდელობა მარნეულში | ოჯახი პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს - ახალი დეტალები

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი