მოზარდებზე ადევნების მორიგი მცდელობა ვარკეთილში - პოლიცია 40 წლამდე კაცს ამ დრომდე ეძებს

გამოქვეყნდა:

მოზარდზე ადევნების კიდევ ერთი მცდელობა - მოქალაქის მიერ გუშინ, 29 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

საუბარია ავტობუსში მომხდარ ინციდენტზე. Facebook მომხმარებელი წერდა, რომ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი კაცი ავტობუსში ორ მოზარდს აედევნა.

როგორც ირკვევა, შემთხვევა გუშინ საღამოს 9:00 საათზე, მაშინ მოხდა, როცა ძმები ცეკვიდან სახლში ბრუნდებოდნენ. უცნობი კაცი ორ არასრულწლოვანს ჯერ მეტროში აედევნა და როგორც ბავშვები ჰყვებიან, მათ ექიმთან წაყვანას სთავაზობდა. მას შემდეგ, კი რაც ბავშვები მეტროდან ამოვიდნენ, კაცი მათ ავტობუსამდე გაჰყვა. ავტობუსში კაცს ბავშვებთან მისვლის საშუალება მოქალაქეებმა არ მისცეს, არასრულწლოვანები კი სახლამდე ავტობუსის ერთ-ერთმა მგზავრმა მიაცილა.

როგორც დედა მთავარ არხთან ჰყვება, ის მომხდარს პედოფილიას უკავშირებს.

"აედევნა მატარებლიდან, უყურებდა დაჟინებით ამ დაჟინებული მზერის შედეგად პატარას გადასცდა ნერწყვი, დაუწყია ხველა, ხველის შემდეგ უფროსს მიუცია წყალი და ხველის ინციდენტმა გაიარა. ეუბნება, რომ უნდა წაიყვანოს ექიმთან, რაზეც ჩემი უფროსი შვილი პასუხობს, რომ არ საჭიროებს ექიმის დახმარებას. ამას ამჩნევს რამდენიმე კაცი და ეუბნებიან, რომ დაანებონ ბავშვებს თავი, ამის შემდეგ გადმოდიან ვარკეთილის მეტროს სადგურზე, არბიან ესკალატორზე, ეს კაცი მათ სწრაფი ნაბიჯებით მოჰყვება, სადღაც 10-15 მეტრი იყო დაშორებაო და უკვე როცა ვიყავით მიწისქვეშა გადასასვლელში და კიდევ შევნიშნეთ, რომ ეს კაცი ჩვენს უკან მოდიოდაო, უფროსმა გადაულაპარაკა პატარას, რომ ეს კაცი საშიში მგონია და სწრაფად ვიაროთო.

დღევანდელ დღეს, გატაცებას ფინანსურთან დაკავშირებით ვერავინ გაბედავს, ეს იყო პედოფილიის მორიგი შემთხვევა, რომელიც ღვთის წყალობით და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობის გამო ძალიან მშვიდობიანად დასრულდა", - თქვა ბავშვების დედამ.

ცნობილია, რომ პირი, რომელიც ბავშვებს აედევნა 40 წლამდე კაცია. ბავშვები დედასთან ერთად გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მედიაში მოზარდზე ადევნების შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. აღნიშნულს, გუშინ, 29 ოქტომბერს სახალხო დამცველი გამოეხმაურა - ომბუდსმენი განცხადებაში აღნშნავდა, რომ უწყება მსგავს ხუთ სავარაუდო შემთხვევას იკვლევს.

ამავე თემაზე:

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი