
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 8.8%-ით გაიზარდა.
2022 წლის პირველი ცხრა თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10.2 პროცენტია.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა.
ამავე თემაზე: