მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს 3 მოქალაქიდან ერთი 17 წლის მოზარდია

გამოქვეყნდა:

მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს - გატაცებულთა შორისაა  სკოლის მოსწავლე, 17 წლის მოზარდი.

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები ყვებიან, გატაცებულები სხვადასხვა საქმეზე იყვნენ წასული და ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოსთან. ადგილობრივებმა, ასევე, გაიგეს გასროლის ხმაც.

ერთ-ერთი გატაცებულის, ვალერი ჯოხაძის ოჯახში ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების მუდმივი მოხმარება სჭირდება.

ცნობისთვის, უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი