
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, 2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8%-ით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.6%-ით. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე 13.8 პროცენტი და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 13.2 პროცენტი;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
