ზუგდიდის მერის მოადგილე ზუგდიდში, მშენებარე სტადიონთან კონსტრუქციის ჩამონგრევასთან დაკავშირებით კომენტარს თავს არიდებს და ამბობს, რომ მათი მმართველობის პერიოდში "არაფერი არ გაფლანგულა".
"ვერაფერს ვერ გეტყვით და გაფლანგვა ჩვენს პერიოდში არავის არ ეპატიება და არაფერი არ გაფლანგულა როგორც ვიცი... დანარჩენისთვის ექსპერტიზის დაველოდოთ... დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს" - ამბობს ბესიკ ჭიჟია.
რაც შეეხება სამშენებლო კომპანიას, რომელიც 2017 წელს სტადიონის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ კონტრაქტი 2017 წელს დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ბოძი არ გაკეთებულა.
ცნობისთვისთვის, ამ სტადიონის მშენებლობაზე 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. სპორტული ობიექტი 2018 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა უეფას სტანდარტები არ იყო დაცული. ახლა სტადიონი მიტოვებულია, არ ფუნქციონირებს და არც სამუშაოები მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: