გამოკითხულთა 1% თვლის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა -IRI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, მოსახლეობის 1% თვლის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

გაუმჯობესდა თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა?

  • გაუმჯობესდა - 1%
  • გაუარესდა - 30%
  • სიტუაცია არ შეცვლილა- 26%
  • უარი პასუხზე- 31 %

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. 

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი