ბორჯღალოსნები 2020 წლის ექვსი ერის გათამაშებაში შესაძლოა იაპონიის ნაცვლად დაუშვან - კორონაპანდემიის გამო, ფიჯისა და იაპონიის ადგილი შესაძლოა სწორედ ბორჯღალოსნებმა დაიკავონ. ცნობას პოპულარული გამოცემა "აირიშ თაიმი" ავრცელებს.
პუბლიკაციის ავტორი ჯონ ო სალივანი ამბობს, რომ ქართულმა რაგბმა უკვე დიდი ხანია დაიმსახურა ექვს ერში თამაში, მისი მორაგბეები კი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წამყვან ლიგებში თამაშობენ, რაც პანდემიის პირობებშიც კი მათ გადაადგილებას არ გაართულებს.