გორის მესამე საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის თქმით, საგაკვეთილო პროცესის დროს, თანამშრომლები სვამდნენ

გამოქვეყნდა:

ქეიფი გორის მესამე საჯარო სკოლაში - სპორტის ყოფილი პედაგოგის, თეა კეჩხუაშვილის განცხადებით, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის თანამშრომლები ალკოჰოლს სვამდნენ. 

მას შემდეგ, რაც კეჩხუაშვილმა ფაქტის დაფიქსირება და ტელეფონით გადაღება სცადა, როგორც თავად ამბობს, სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიცია გამოიძახეს.

შეგახსენებთ, თეა კეჩხუაშვილი რამდენიმე დღის წინ, სკოლიდან დირექტორმა გაათავისუფლა. მას კოლეგა მასწავლებელი ცემაში ადანაშაულებდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი