სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს 

გამოქვეყნდა:

სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, მხატვარი და ფესტივალ "Fest i Nova-ს" დამფუძნებელი ყარამან ქუთათელაძე იღებს. განაცხადებს რექტორის არჩევნებში მონაწილეობისთვის აკადემია 6 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით იღებდა. 

ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს და წერს, რომ აკადემიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ სხვა მსურველი არ ყოფილა.

ყარამან ქუთათელაძის, როგორც რექტორობის კანდიდატის, პროგრამა სამხატვრო აკადემიის ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, რექტორად არჩევის შემთხვევაში ის სტუდენტებს რეზიდენციებს, ღია სახელოსნოებსა და ახალი ცოდნის ლაბორატორიას, აბიტურიენტებს მოსამზადებელ კურსებს, აკადემიას კი სტრატეგიული და საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით აღჭურვას და უცხოენოვანი სასწავლო პროგრამების შექმნას ჰპირდება.

 რექტორის არჩევნები კი 18 ნოემბერს გაიმართება. აკადემიის რექტორს 4 წლის ვადით 11 ადამიანისგან შემდგარი აკადემიური საბჭო აირჩევს.

ცნობისთვის, ერთკანდიდატიან არჩევნებში გაიმარჯვა ჯაბა სამუშიამაც, რომელიც 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  გახდა

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი