74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობა ქარელში - 2-კვირიანი ძებნის შემდეგ 26 წლის კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

2-კვირიანი ძებნის შემდეგ, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 74 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის საქმეზე 26 წლის კაცი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 19 137-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შემთხვევა 28 ოქტომბერს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი