
ქართველი ბიზნესმენი Forbes - ის მკითხველს აცნობს, მისი ბიზნესის შექმნის 40 წლიან ისტორიას და ჰყვება რომ, მას შემდეგ, რაც თხილის რეალიზაციით სოლიდური კაპიტალის დაგროვება მოხერხა, ჯერ ოჩამჩირეში რეგიონის მასშტაბით შეიძინა აქტივები, შემდეგ უკვე ბიზნესის კეთება სოხუმში დაიწყო, რასაც რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთიდან სხვადასხვა ტიპის საქონლის ექსპორტი მოჰყვა, ხოლო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მწვავე ფაზაში შესვლის შემდეგ, მაქაცარია, რომელმაც დაკარგა რამდენიმე მილიონის ქონება და აქტივი, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.
"რუსეთში პირველი ბიზნესი, ვიდრე ბოლომდე დავიქოქებოდით, მაინც პავილიონებისა და სხვადასხვა ფართის (ჯიხურები) მშენებლობა იყო, რაც რამდენიმე ცენტრალურ უბანში მოვახერხეთ", - იხსენებს მაქაცარია.
"სწორედ ამ პერიოდში ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი, ისიც ოჩამჩირელი, მთავაზობს, პირველი ბენზინგასამართი სადგურის აშენებას, რომელიც იმ დროს მოსკოვში არ არსებობდა. მალე მობილური, მოძრავი ნავთობმზიდებიდან საწვავის რეალიზაციის შემდეგ, ფინეთიდან ჩამოტანილი ტექნიკით მაქაცარია და მისი ჯგუფი აშენებენ პირველ სრულფასოვან თანამედროვე ბენზინგასამართ სადგურს და რამდენიმე თვეში, მარტო ერთი კომპანიით, ამ გასამართი სადგურების რაოდენობა 18-ს მიაღწევს. მიღებული ამონაგებით უკვე ინვესტიციებს აკეთებენ მოსკოვის გასართობ, სათამაშო, რესტორნის ქსელების შექმნაში და ოთხივე პარტნიორი ენთუზიაზმით იწყებს უძრავი ქონებისა და მიწის ფართობების შეძენასაც. პარალელურად იწყებენ ინვესტირებას საქართველოშიც და პირველი ინვესტიციები რესტორნების ქსელს და უძრავ ქონებას უკავშირდება. ჯგუფის პირველი ინვესტიციები სარესტორნო ინდუსტრიაში: „ქალაქური”, „მატრიოშკა”, „ძველი სახლი”. არის სხვა მიმართულებებიც, მაგრამ არცთუ წარმატებული. $20-25 მილიონის ინვესტიციიდან ხვიჩა მაქაცარია იხსენებს ხილის გადამამუშავებელ საწარმოს აჭარაში და სახელმწიფო კომპანია „ჰიდრომშენს“ როგორც შეცდომებს. ეს „ჰიდრომშენი” საერთოდ ანეკდოტია, მაქაცარიამ და მისმა ჯგუფმა ფაქტობრივად იყიდეს მხოლოდ ბრენდი „ჰიდრომშენი”, რომელიც სახელმწიფომ აქტივების გარეშე გაყიდა აუქციონის წესით და ჯგუფს ხელში ფაქტობრივად ცარიელი კომპანია შერჩა. „არავის და არასდროს არ დავაბრალებ ამ შეცდომებს, საკუთარი თავის გარდა”, - ამბობს მაქაცარია, - და ეს წესად მაქვს ცხოვრებაში, მიუხედავად ინვესტირებისა ემოციით, განცდით და ინტუიციით თუ სწორი გათვლებით, ბიზნესგეგმებით და დიუ-დილიჯენსებით. შეცდომისგან, მით უმეტეს ბიზნესში, დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოში ფულს მხოლოდ 2009 წლამდე ვკარგავდით და როგორც კი აქ დავფუძნდი, აეწყო კონტროლის მწყობრი სისტემა - ბიზნესმა ზრდა დაიწყო, დანაკარგები შემცირდა, აღარ ვიღებდი ემოციურ გადაწყვეტილებებს და ყველაფერი თვლას, მეთოდურ კალკულაციას ექვემდებარებოდა".
2013 წელს ხვიჩა მაქაცარიამ დააფუძნა კომპანია CBS ჯგუფი, სადაც ჰოლდინგის ჭრილში მოახდინა საკუთარი აქტივების მმართველი გუნდის გაერთიანება. CBS ჯგუფის მენეჯმენტი დღეის მდგომარეობით მაქაცარიას აქტივებს შემდეგ მსხვილ კომპანიებში მართავს:
8000-მდე ადამიანი, რომლებიც ჩვენს კომპანიებშია დასაქმებული, პანდემიის დროსაც დარწმუნდა CBS ჯგუფის მენეჯმენტის პასუხისმგებლობიანობაში, როცა არცერთი თანამშრომლის არც შემცირება და არც სახელფასო ანაზღაურების დაგვიანება არ მომხდარა. სხვათა შორის, ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში შემავალი ბიზნესების დიდი ნაწილი პანდემიის დროს გაჩერდა კარანტინისა თუ სხვა მიზეზების გამო. ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში CBS-ის მენეჯმენტთან ერთად თითქმის წარმოუდგენელი შევძელით, ავიღეთ პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანზე, ვინც ჩვენთვის მუშაობდა და სრული ლოკდაუნი სტაბილურად, უზრუნველყოფილად გადავატარეთ - ამით ძალიან ვამაყობ, ადამიანებისთვის სტაბილური, ფინანსური უსაფრთხოება აუცილებელია - აცხადებს ხვიჩა მაქაცარია.