სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის განცხადებით, 120 ათას დოლარიანი ღირებულების ავტომობილი მრევლმა "ქართული საქმის" საკეთებლად აჩუქა.
მისივე თქმით, მას დიდი ხნის განმავლობაში სთავაზობდა მრევლი ახალი ავტომობილის შეძენას.
"მე დიდი ხნის წინაც შემეძლო ეს და მრავალი წლის განმავლობაში მთავაზობდა ჩემი მრევლი, რომლის მიმართაც უდიდესი სიყვარული მაქვს. ახლა რადგან მრავალ გზის წირვაზე ან დღესასწაულზე მიმავალი დავრჩი გზაზე, მრევლმა გადაწყვიტა ეს, რომ აღარც გზაში დავრჩე და ქართულ საქმეს ნორმალურად ვემსახურო," - განაცხადა ჟურნალისტთან საუბრისას ეპისკოპოსმა.
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, 120 000 დოლარიანი Land Cruiser შეიძინა. ინფორმაცია ამის შესახებ დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა.