ფულადი გზავნილები საქართველოში - 10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა

გამოქვეყნდა:

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 295,3 მილიონი დოლარით, ანუ 142,9%-ით უფრო მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ შემოსული თანხის ყველაზე მაღალი წილი, 59,62% რუსეთზე მოდის. ამ ქვეყნიდან საერთო ჯამში 299,28 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 725%-ით უფრო მეტია ვიდრე წინა წლის მაჩვენებელი.

გადმორიცხვების მაჩვენებლით მეორე ადგილს იტალია იკავებს, საიდანაც 35,72 მილიონი დოლარი გადმორიცხა. ევროკავშირის ქვეყნებიდან კი საქართველოში, საერთო ჯამში - 91,90 მილიონი დოლარი გადმოიგზავნა.

ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა ასე გამოიყურება:

  • 1) რუსეთის ფედერაცია - 299,28 მლნ. დოლარი
  • 2) იტალია - 36 მლნ. დოლარი
  • 3) აშშ - 30 მლნ. დოლარი
  • 4) ისრაელი - 16, მილიონი დოლარი
  • 5) ყირგიზეთი - 16 მილიონი დოლარი
  • 6) გერმანია - 15 მილიონი დოლარი
  • 7) თურქეთი - 9 მილიონი დოლარი
  • 8) ყაზახეთი - 8 მილიონი დოლარი
  • 9) სომხეთი - 5 მილიონი დოლარი
  • 10) ბელარუსი - 5 მილიონი დოლარი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი