პატრიარქს გადაწყვეტილება იძულებით მიაღებინეს - მეუფე ზენონი ამის შესახებ საპატრიარქოს ოფიციასლურ განცხადებამდე საუბრობდა.
"მთავარ არხთან" ინტერვიუში მღვდელთმთავარი სინოდის წევრების მხილებას ააანონსებს.
ზენონ იარაჯული ამბობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სხვისი პოზიცია გააჟღერა. ის კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ასახელებს: ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი და საზოგადოებასათან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრეა ჯაღმაიძე.
"პატრიარქთან დაახლოებით 10-ჯერ შევიდნენ, რომ ეიძულებინათ, რომ დაეთანხმათ ჩემს წინააღმდეგ რაღაც პროცესში. არც ხელი მიჰყვებოდა და არც გული ჩემს წინააღმდეგ და ვიცი ყველაფერი. ვიცი ყველაფერი რასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან. წინასწარ ერთი რამ ცნობილია აქ მიმდინარე პროცესებს მართავს ჩხარტიშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე. მე მინდა, ეს წერილი მივიღო, რა წერია ამ წერილში მინდა, იმის მიხედვით ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხები, გამორიცხულია ამ საკითხს ისე შევხვდე, ვითომ არაფერი ხდება, ნამდვილად ხდება",- ამბოსბ მეუფე ზენონი.
მეუფე ზენონის გადაყენებაზე კომენტარს აკეთებენ სხვა მაღალიიერარქიის სასულიერო პირები, რომელიც სინოდალური კომისიის სხდომაზე იმყოფებოდნენ.
"როდესაც არასაპატიო მიზეზით, ან გაუგებარი მიზეზით წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეპისკოპოსი 3 თვეზე მეტი არ იმყოფება თავის ეპარქიაში, ავტომატურად იგი თავისუფლდება მმართველობისგან. ჩვენ მეუფე ზენონს არაერთხელ ვთხოვეთ, ჩამოსულიყო, ცოტა ხნით მაინც და მიეღო მონაწილეობა სინოდის კრებაზეც. მე ვფიქრობ, რომ ეს სავსებით საკმარისი მიზეზია, რომ ამდაგვარი გადაწყვეტილება იქნას მირებული",- ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი კი ამბობს:
"არავითარ შეთქმულებასთან საქმე არ გავქვს, ასეთი მიდგომა არ არის მართებული. იყო დაძახებული წესი არის, რომ ეს გაურკვევლობა მოიხსნას. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, თუ დადგენილებას მიადევნეთ თვალი, სინოდიდან სინოდამდე. როგორც უნდა იყოს, როდესაც პატრიარქი ან სინოდი გიხმობს, ეს არის კორექტულობა, ეს არის წესი, ეს არის საეკლესიო კანონი",- ამბობს მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი).
ცნობისთვის, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელი აღარ არის. მისი გადაყენების გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სინოდალურმა კომისიამ მიიღო. ოფიციალური მიზეზი საპატიარქოში დაბარების მიუხედავად მისი საქართველოში არ ჩამოსვლააა.
ავტორი: საბა ბუაძე
ამავე თემაზე: